Monday, June 28, 2010

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოიძიონ ინფორმაცია: ახალი წლის შემობრძანება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მასთან დაკავშირებული ტრადიციები.
პროექტის სრული აღწერა: გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, მათ გეოგრაფიულ მდებარეობას, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელ სამზარეულოს, გაეცნობიან თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა მეკვლეობა საქართველოს თითოეულ კუთხეში, ჩაატარებენ კვლევას თითოეულ კუთხეში მცხოვრებთა საახალწლო ტრადიციების შესასწავლად, მოიძიებენ ინორმაციას თუ რა დატვირთვა აქვს ნაძვისხის მორთვას და ჩიჩილაკს. შექმნიან ფოტოალბომებს, ჩამოართმევენ ინტერვიუს თითოეული კუთხის მკვიდრ უხუცესებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტ-ის გამოყენებით შექმნიან პრეზენტაციებს და ბლოგებს.
მონაწილეთა ასაკი: 6-15
ვადები: 2010წ.ოქტომბერი-2011წ. იანვარი (3 თვე)
პროწქტის შესაძლო აქტივობები კლასში: ამა თუ იმ კუთხის უხუცესებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, ფოტოების გადაღება, გაეცნობიან თითოეული კუთხის ტრადიციულ კერძებს, მოპოვებული მასალების განთავსება ინტრენეტში
.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: თითოეული კუთხის საახალწლო ტრადიციების შესახებ ელექტრონული ვერსია, ფოტოალბომები, შემოქმედებითი პრეზენტაციები, ბლოგები.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს, კომუნიკაციის დამყარების უნარებს უფროს თაობასთან,ერთხელ კიდევ დადებითად წარმოაჩენენ საქართველოს ტრადიციებს მსოფლიოს წინაშე, გაიღრმავებენ ისტ-თან მუშაობის უნარ-ჩვევებს,განუვითარდებათ ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევა.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფიასთან (თითოეული კუთხის ადგილ-მდებარეობის განსაზღვრა), ისტორიასთან (უკეთგაეცნობიან თითოეული კუთხის თავისებურებებს და ტრედიციებს), ქართულ ენა და ლიტერატურაში (კითხვის დასმის, მოსმენის და წერის უნარ-ჩვევებს),ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევა.
პროექტის ფასილიტატორის: ლელა ჯობავა
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
lelajobava75@gmail.com
მონაწილე სხვა სკოლებიდან:
ბლოგი:

No comments:

Post a Comment